logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ბაბუშერას აეროპორტში, თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული პირების იდენტიფიცირება და გადმოსვენება დასრულებულია
- +

8 აპრილი. 2016. 13:30


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბაბუშერას აეროპორტში, თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული პირების იდენტიფიცირება და გადმოსვენება პრატიკულად დასრულებულია.



დღეს კიდევ 12 მებრძოლს გადაასვენებენ სამებაში, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოასვენ. ამით მთავრდება პრაქტიკულად ბაბუშერაში დაღუპული პირების იდენტიფიცირება და გადმოსვენება. მათ შორის 2 ისეთია, რომელთა შესახებ ოჯახს ზუსტი ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ და არ იცოდნენ, იყვნენ თუ არა ისინი ამ კონკრეტულ თვითმფრინავში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.



სუბარის განცხადებით, საერთო ჯამში, ძირითადად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებეულია 251 ჯარისკაცი, აქედან 43 არის იდენტიფიცირებული და დანარჩენების იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner