logo_geo
eng_logo
ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გამომძიებლები მივიდნენ
- +

3 ივლისი. 2017. 00:06



ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი იყო, ისევ ხალხმრავლობაა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები, რომლებსაც ტერიტორია შემოსაზღვრული აქვთ და პერიმეტრზე იქ მყოფებს არ უშვებენ. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გამომძიებლებიც.


​ხანძარი ელიავას ბაზრობაზე ლოკალიზებულია. თუმცა, როგორც მეხანძრეები ამბობენ, რჩება ცეცხლის რამდენიმე კერა. მათი თქმით, ხანძრის სრული ლიკვიდირება ჯერ არ მომხდარა.


​როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში საზოგადოებრივს განუცხადეს, ადგილზე 24 სამაშველო მანქანა მუშაობდა. ცეცხლს 230 მეხანძრე მაშველი აქრობდა.


სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, დამწვარია 2500კვ.მ-დე ფართი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.


ელიავას ბაზრობაზე ცეცხლი შენობას გაუჩნდა, სადაც ავტონაწილები და საბურავები იყიდება. ადგილზე შეკრებილი არიან მაღაზიის მეპატრონეები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner