logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ვრცელდება დეზინფორმაციები, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ავად არის...
- +

3 ივლისი. 2017. 02:29



მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ფაქტორზე და პროცესებში შესაძლო ჩარევაზე ისაუბრა. მისი თქმით, გარკვეული ძალები ავრცელებენ ჭორებს, თითქოს ის ერევა ხელისუფლების საქმიანობასა და მინისტრთა კაბინეტის წევრების გადაწყვეტილებებში.


კახა კალაძემ ასევე კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე და განაცხადა, რომ ეს არის ოპონენტების მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ტუილი.


„რაც ეხება ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს, ბოლო კვირების განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვრცელდება გარკვეული დეზინფორმაციები, თითქოს ის ავად არის, მძიმედ არის და ა.შ, რომელიც არის ძალიან დიდი ტყუილი და არის მიზანმიმართული, რომელსაც ავრცელებს ოპონენტების მედიასაშუალებები.

 

ეს არის ადამიანი, რომელიც 2011 წელს გამოვიდა და ღიად დააფიქსირა მოსაზრება იმ უკანონობებთან დაკავშირებით, რასაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა და დაიწყო ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ამ ადამიანის ირგვლივ გაერთიანდა მთელი საქართველო და მეც იმ რიგით ადამიანებს მივეკუთვნები, რომელმაც გამოვთქვი მხარდაჭერა და თანადგომა.

 

ამ ადამიანმა თქვა, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე წავიდოდა პოლიტიკიდან და მართლაც სიტყვა შეასრულა, თქვენ როგორ ფიქრობთ, მას რომ ხელისუფლებაში ყოფნა და კონტროლი სდომოდა, ის იყო პრემიერ-მინისტრი.

 

გარკვეული ძალები ავრცელებენ ჭორებს, თითქოს ის მართავს ხელისუფლებას, მინისტრთა კაბინეტს და აშ, რაც არის ძალიან დიდი ტყუილი. ბატონ ბიძინას მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვგულისხმობ კონკრეტულ პროექტებში დახმარებას, ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გამოდიოდა და ამაყად გვეუბნებოდა რეფორმებთან, ან იგივე პატრულთან დაკავშირებით. პოლიციის ავტომობილები სწორედ ბატონ ბიძინას დახმარებით იქნა შეძენილი, ჯარზე დახმარება და სხვადასახვა" , - განაცხადა კახა კალაძემ გადაცემა „იმედის კვირა"-ში სტუმრობისას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner