logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: სანდრო ბრეგაძემ გახეთქა ბომბი!
- +

19 თებერვალი. 2016. 20:48


„სანდრო ბრეგაძემ გახეთქა ბომბი."-  ასე ეხმაურება „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სანდრო ბრეგაძის გადადგომას და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:


„შარვლის ტარება არ ნიშნავს რომ კაცი ხარ, კაცები თუ ხართ გამოდით და თქვით რასაც ფიქრობთ."- წერს მჟავანაძე.

 


დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძემ თანამდებობა დატოვა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ დააკმაყოფილა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის პირადი განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით:

 

მე გადავდექი!!! უფრო სწორად, ყველაფერი გააკეთეს, რომ გადავდგარიყავი, რადგან კატეგორიულად მომთხოვეს ჩემს პრინციპებზე უარის თქმა!!! დიახ!!! ერთსქესიანთა ქორწინება არასოდეს დაკანონდება, ვერც ეკლესიას და პატრიარქს შეაგინებს ვინმე და ჩვენც ეროვნული სახელმწიფო გვექნება!!!" - წერს სანდრო ბრეგაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner