logo_geo
eng_logo
ადა მარშანია: „ქართული ოცნება“ დიდი დეპუტაციით შევა მომავალ პარლამენტში
- +

8 აპრილი. 2016. 13:49


„მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა პარტიასთან, თუკი მათ ჩვენი საზოგადოება აირჩევს", - საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის ამ განცხადებას „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია პოლიტკორექტურს, აკადემიურსა და მისაღებს უწოდებს.



 „ქართულ ოცნებასთან" ჩვენ ვთანამშრომლობთ საარჩევნო გარემოს, კოდექსის საკითხებზე. არჩევნებზე თუ ქართველი ერი აგვირჩევს, ნებისმიერ ძალასთან ვითანამშრომლებთ. „ქართული ოცნება" დიდი დეპუტაციით შევა პარლამენტში. მომავალი პარლამენტი იქნება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო", - განაცხადა მარშანიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში.

 

 

რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის" გაერთიანებას სხვა პოლიტიკურ ძალასთან, მარშანიას თქმით, დღეის მდგომარეობით პარტია არჩევნებზე დამოუკიდებლად წარსდგება. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner