პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების მოპოვება-შენახვაში ბრალდებული, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა საქმეზე ბრალდებული 6 პირიდან მხოლოდ ერთი, გიგლა შიოშვილი გაამართლა.
საქმეზე ბრალდებული რევაზ შიუკაშვილი და ირაკლი ყიფშიძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. კიდევ ორი ბრალდებული ძებნაშია. ერთი პირი კი უკვე პატიმრობაში იმყოფება.