logo_geo
eng_logo
თბილისის ინტერპოლმა გერმანიის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
- +

3 ივლისი. 2017. 10:58



თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „ბათუმის აეროპორტის" თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას, გერმანიის ინტერპოლის მიერ 2006 წლიდან ძებნილი, 1953 წელს დაბადებული ისრაელის მოქალაქე ე.ნ. დააკავეს.


დაკავებულს ბრალი ედება გერმანიის ნარკოტიკების შესახებ კანონის 1, 3 და 29 მუხლების დარღვევაში, რაც ითვალისწინებს დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღებას.


ამჟამად, ე.ნ.-ს მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner