logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: შეიძლება, საჭირო გახდეს მეორე ტური
- +

8 აპრილი. 2016. 13:56


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მაჟორიტარული არჩევნებისთვის ბარიერის 50%-მდე გაზრდა ავტომატურად გულისხმობს შანსს, რომ თუნდაც ერთ საარჩევნო ოლქში საჭირო გახდეს მეორე ტური.



ყოველთვის უნდა გაკეთდეს გათვლა იმაზე, რომ შეიძლება, საჭირო გახდეს მეორე ტური. 50%-იანი ბარიერი არის ძალიან სერიოზული დემოკრატიული წინსვლა საარჩევნო სისტემაში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.



ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობა დღეს არც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამორიცხა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner