logo_geo
eng_logo
სოფელ კონჭკათში სახალხო დღესასწაული „კონჭკათობა“ აღინიშნა
- +

3 ივლისი. 2017. 13:19


 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის პროექტი, რომელიც სოფლების სახელობითი დღესასწაულების დაწესებას, ადგილობრივი ანსამბლების წარმოჩენასა და მუნიციპალიტეტის დამსახურებული მოღვაწეების გამოვლენას ითვალისწინებს, კონჭკათში წელს პირველად მოეწყო.


სოფელ კონჭკათის საჯარო სკოლაში დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნეს.


საიუბილეო თარიღი კონჭკათის საჯარო სკოლას მიულოცეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, გუბერნატორის მოადგილეებმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.


გაიმართა გალა-კონცერტი ქართული ესტრადის მომღერლებისა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.


სპეციალურად ამ დღისთვის კონჭკათში მუსიკალური ნომრები ნოდიკო ტატიშვილმა, სალომე ბაკურაძემ და ოთო ნემსაძემ შეასრულეს.


კონცერტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები: „შემოქმედი", „ურეკი", „ზენაარი", „ოლხა" და „ფესვები".


გამოვლინდნენ კონჭკათის საპატიო მაცხოვრებლებიც: სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მუნიციპალიტეტის დამსახურებული მოღვაწის ტიტული მიენიჭა მირონ ტუღუშს, საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო მოქალაქედ ზაზა სიორიძე დასახელდა, ხოლო პედაგოგიური და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის ჯილდო ნათელა გოთუამ მიიღო.


მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს სპეციალური ჯილდობი და სიგელები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ გადასცა.


„კონჭკათობა 2017" გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.


ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის და ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner