logo_geo
eng_logo
ნინო გვენეტაძე: სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევა იუსტიციის საბჭომ ღია და საჯარო გახადა
- +

3 ივლისი. 2017. 15:58



საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციას გამოეხმაურა, რომელიც მიიჩნევს, რომ სასამართლოების თავმჯდომარეები მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ უნდა დანიშნოს.

 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე არაერთი თავმჯდომარე დანიშნა, ეს ღია და გამჭვირვალე პროცესია და თუ მხოლოდ პროცედურებშია საქმე, მათი მოწესრიგება შესაძლებელია.

ჩვენ წინა საბჭოს მუშაობის პერიოდში სასამართლოს არაერთი თავმჯდომარე დავნიშნეთ, თუმცა ახალ საბჭოში ფორმატი უფრო ღია და საჯარო გავხადეთ. კანდიდატი, რომელსაც საბჭოს წევრი უწევს რეკომენდაციას, ყოველთვის შეთანხმებულია იმ სასამართლოსთან, საიდანაც ხდება თავმჯდომარის კანდიდატურის წარმოდგენა საბჭოზე. თუ პროცედურებში არის რაიმე გასარკვევი, ჩვენ მზად ვართ, რომ ისინი დავხვეწოთ", -  განაცხადა გვენეტაძემ.


მისი თქმით, ამა თუ იმ თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, მის წარდგენამდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეების აზრი ყოველთვის იცოდა.


მართალია, კანონის ჩანაწერი არ არსებობს, რომ მოსამართლეებმა სასამართლოს შიგნით მოახდინონ არჩევა, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ საბჭომ სწორედ ამ მოდელზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება თავმჯდომარეებთან დაკავშირებით. კერძოდ, თავმჯდომარეები ყოველთვის საბჭოს კონკრეტული წევრის მიერ იყვნენ წარდგენილი, ჩვენ მათ პროგრამას ვიცნობდით, ვსვამდით კითხვებს და სხვათაშორის კრიტიკულ პოზიციებზეც იყო გახსნილი საუბარი. ამის შემდეგ საბჭო იღებდა გადაწყვეტილებას", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner