ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ექვსი თვის სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა. ივნისში საქართველოს 666 493 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 147 735-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მისი თქმით, ივნისის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 328 314 შეადგინა, რაც 98 796-ით მეტია 2016 წლის ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +43%).
2017 წლის იანვარი - ივნისის თვის მონაცემებით საქართველოს 2 996 170 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 354 471-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +13.4%)-ია.
იანვარი - ივნისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 1 309 982 შეადგინა, რაც 295 165-ით მეტია 2016 წლის იანვარი - ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +29.1%).
2017 წლის იანვარ - ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.4%), სომხეთიდან (+16.2%), თურქეთიდან (-15.9%), რუსეთიდან (+27.5%) და ირანიდან (+223.4%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - ივნისში გამოირჩეოდნენ: ავსტრია +54%, ნიდერლანდები +36%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +28%, საფრანგეთი +23% და ლიტვა +17%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +223%, უზბეკეთი +163%, საუდის არაბეთი +159%, ინდოეთი +133%, ისრაელი +48% და ჩინეთი +41%.