„როიტერის" ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს" „ბოევიკებმა" სირიის 175 მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს.
სააგენტოს ცნობით, საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც დამასკოს სიახლოვეს მდებარე ერთ-ერთი ქარხნიდან „ბოევიკებმა" გუშინ გაიტაცეს.
სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანას" ცნობით, ტერორისტებმა ქალაქ დუმეირში ქარხნის 300-მდე თანამშრომელი გაიტაცეს. დანარჩენი ტყვეების ბედი ჯერჯერობით უცნობია.