ავტორი ჯაბა ხუბუა
ძვირფასო მკითხველო, ნაცმოძრაობის მეგი გოცირიძეს ხომ იცნობთ? აი იმას, უკიდურესი „სვეცკობის" სურვილით, უკიდურეს გოიმობაში გადავარდნილი ქართული ტელევიზიები ხშირად რომ იწვევენ პირდაპირ ეთერში - აქაოდა, მეგი ისე ებდღვნება ოპონენტს და სტუდიაში ისეთ ქარბორბალას დაატრიალებს, გადაცემა სკანდალური და „ყურებადი" გამოვაო!
ისე, წარმოიდგინეთ, უნიჭობისა და უნიათობის რამხელა ზვინი დგას ქართულ ტელევიზიებში, რომ ისინი რეიტინგის „გაკეთებას" მეგი გოცირიძის არაადეკვატური, უზრდელური და ხშირად კონვულსიამდე მისული გამოხტომებით ცდილობენ!
თუმცა, ჩვენი დღევანდელი წერილის თემა ქართული ტელევიზიები არ არის.
ჩვენი მიზანია, წინამდებარე პუბლიკაციით ახლოს გაგაცნოთ ნაცმოძრაობის ქალი - ტორნადო, რომელიც ამ ცოდვა-ბრალიან წუთისოფელში ბოლომდე გაბანძებული სააკაშვილის ერთ-ერთი უკანასკნელი ფანი თუ ფინიაა.
ჯერ გეტყვით იმას, რაც ისედაც იცით და ნანახი გაქვთ - როგორც კი ნაცელისტრახოებმა სოციალურ ქსელში უბადრუკი ჭორი გაავრცელეს - ბიძინა ივანიშვილს ინსულტი მოუვიდა და სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლისო, მეგი გოცირიძემ ჯერ „ფეისბუქში" ინატრა, - ნეტავი, ბიძინა არ გადარჩესო, მერე კი ივანიშვილის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში ჩავიდა და მას ჭიშკართან „ვენოკი" დაუტოვა.
აი, ასეთია მეგი გოცირიძისა და ძაღლთაპირი ნაცმოძრაობის მორალური სახე!
აი, ასე ნატრობენ ისინი უფლის მიერ საკუთარ სახედ და ხატად გაჩენილი ადამიანის სიკვდილს!
კიდევ კარგი, სადღეისოდ მხოლოდ ნატვრაღა შეუძლიათ და არა ამ ნატვრის სისრულეში მოყვანა, თორემ, დრო იყო, მეგი გოცირიძის მშობლიური პარტია ვის სიკვდილსაც გულში გაივლებდა, იმას უმალვე დაუყენებდა საიქიოს გზას!
ამიტომაც იყო მოფენილი საქართველო უდანაშაულო ადამიანების ცხედრებით და მეგი გოცირიძის მშობლიურ პარტიას თავის მიერ დახოცილი ადამიანებისთვის მიწისზედა სასაფლაოც რომ აღარ ეყო, მერე წყალქვეშა სასაფლაოც გახსნა ბათუმის აკვატორიაში.
სწორედ იმ დროს შენატრის ახლა მეგი გოცირიძე, რადგან სწორედ იმ დროს იყო ბედნიერი და თავის მშობლიურ პარტიასთან ერთად პოლიტიკურ როკვას ასრულებდა სანდრო გირგვილიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის, გიორგი გამცემლიძის, გურამ შარაძის, როინ შავაძის, დათო ცინდელიანის, პაატა ქარდავას, გია კრიალაშვილის, სერგო თეთრაძისა და სხვათა გვამების გარშემო.
დიახ, ეს ყველაფერი თქვენ ძალიან კარგად იცით, მაგრამ ახლა გეტყვით იმას, რაც არ იცით და აქამდე არსად წაგიკითხავთ.
ერთმა სოლიდურმა ადამიანმა, რომელიც ბოლო ათწლეულის ქართული პოლიტიკის კულუარებს საკუთარი ხუთი თითივით იცნობს და, თავისი ყოფილი თანამდებობის წყალობით, ბევრ გაუხმაურებელ ინფორმაციასაც ფლობს, რამდენიმე დღის წინათ მეგი გოცირიძის წარსულის შესახებ საინტერესო რამეები მიამბო.
დავიწყოთ იმით, რომ მეგი გოცირიძე, რომელსაც პოლიტიკოსობის პრეტენზია აქვს, საზოგადოებას თავის ეთნიკურ წარმომავლობასა და ნამდვილ გვარს უმალავს. დიახ, როგორც ჩემმა ინფორმატორმა მაცნო, მეგი გოცირიძე ეროვნებით სომეხია და მისი ნამდვილი გვარია ასლამაზოვი.
ბუნებრივია, ამაში დასაძრახი და საჩოთირო არაფერია, მაგრამ საინტერესოა - ნაცი მეგის თავის წარმომავლობასა და ნამდვილ გვარს ასე საგულდაგულოდ რატომ უმალავს საზოგადოებას?! როგორც ჩანს, მეგი ასლამაზოვი ის „უგნური თაგუნაა", რომელმაც „თაგვობა" იუკადრისა, თავის გვარ-ტომს ზურგი შეაქცია და „ღამურობა" მოინდომა!
მოგეხსენებათ, ეს მეგი ასლამაზოვი, რომელიც საზოგადოებაში თავს მეგი გოცირიძედ ასაღებს, ტელეეთერში გამოსვლისას ხშირად ამაყობს იმით, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველოში „კრიმინალი დაამარცხა", ხოლო ივანიშვილის ხელისუფლებამ „კრიმინალები ციხიდან გამოუშვა". მახსენდება ტელეკომპანია „პირველის" ეთერში გასული გადაცემაც, რომელშიც მეგი ასლამაზოვმა ცნობილ უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს შეურაცხყოფა მიაყენა და სულ „კრიმინალების მამაშა" ეძახა.
არადა, მეგი ასლამაზოვს არანაირი მორალური უფლება არს აქვს, კრიმინალსა და კრიმინალებზე კრინტი დაძრას, რადგან, ჩემი ინფორმატორის მტკიცებით, ნაცი მეგის მამა ანზორ ასლამაზოვი „კანონიერი ქურდი" იყო, რომელსაც „შავ სამყაროში" „დათოს" სახელით იცნობდნენ, ბიძამისი გივი ასლამაზოვი კი ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტი" გახლდათ, მეტსახელად „ჩობანა".
ჰოდა, როგორც ჩანს, „შავ სამყაროსთან" ასე ახლოს ყოფნამ მეგი ასლამაზოვზე სათანადო გავლენა იქონია და ნაცმოძრაობის ეს ქალი-ტაიფუნი ერთხელ ძალიან სერიოზულ შარში გაეხვა - არც მეტი, არც ნაკლები, ქურდობის გამო.
კერძოდ, ჩემი ინფორმატორის მტკიცებით, მეგი გოცირიძემ 2004 წელს, როცა იგი ნაციონალური მოძრაობის ეგიდით საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ერთ-ერთ მაღაზიაში ტანსაცმელი მოიპარა და მაშინვე ფრანგი სამართალდამცავების წერა გახდა.
არ გეგონოთ, რომ ნაცი მეგი პარიზში შვებულების გასატარებლად იყო წასული და შოპინგის დროს მაღაზიიდან ტანსაცმელი „ხელს გააყოლა"! არა, პატივცემულო მკითხველო, ჩემი ინფორმატორის მტკიცებით, მეგი გოცირიძემ ტანსაცმელი მაშინ მოიპარა, როცა საფრანგეთში საქართველოს პარლამენტის ოფიციალური დელეგაციის წევრის სტატუსით იმყოფებოდა.
აბა, როგორი ამბავია - „ვარდების რევოლუცია" ახალი მომხდარია, სააკაშვილს, როგორც „დემოკრატიის შუქურას", მთელ მსოფლიოს დასანახავად კუდი ყავარზე აქვს გადებული და ამ დროს მისი პარტიის წევრს, პარლამენტის დეპუტატს ევროპის შუაგულში ტანსაცმლის ქურდობისთვის იჭერენ.
ჩემი ინფორმატორის ცნობით, პარიზში მეგი გოცირიძის დაპატიმრებას დიდი ალიაქოთი მოჰყვა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა აღარ იცოდნენ, რომელ წყალში გადავარდნილიყვნენ - მდინარე სენაში ეტუცათ თავი თუ მდინარე რონას ტალღებისთვის გაეტანებინათ შერცხვენილი სიცოცხლე. ბოლოს საქმეში საფრანგეთში საქართველოს საელჩო ჩაერია და ტანსაცმლის ქურდობისთვის დაპატიმრებული მეგი-ასლამაზოვი-გოცირიძე პარიზის პოლიციამ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.
ეს ფაქტი ნაცების ხელისუფლებამ, ბუნებრივია, მიჩქმალა და მეგი გოცირიძის ქურდობის ამბავი იქამდე არსად გაფაჩუნებულა, თუმცა მოგეხსენებათ, „არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს".
ასე და ამრიგად, ძვირფასო მკითხველო, წერილის დასაწყისში თქვენთვის მოცემული პირობა პირნათლად შევასრულე და უფრო ახლოს გაგაცანით უსახური ნაცმოძრაობის ერთ-ერთი სახე მეგი გოცირიძე, რომელმაც ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილის სახელთან მიტანილი „ვენოკი", წესით, გულმკერდზე უნდა დაიდოს და საკუთარი ფეხით ჩავიდეს პოლიტიკურ სამარეში, სადაც მისი მშობლიური პარტია ქართველმა ხალხმა 2012 წელს დაფლა!