logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა
- +

3 ივლისი. 2017. 19:36


პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჯაფარიძე საკუთარ facebook გვერდზე წერს.


„მინდა გაცნობოთ, რომ გადავწყვიტე დავტოვო დაკავებული თანამდებობა. ერთადერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ წინ დიდი გამოწვევა მელოდება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ამპლუაში გასაუბრების სახით და ვფიქრობ, მჭირდება მაქსიმალური კონცენტრაცია ამ მიმართულებით. იმედი მაქვს, გაგებით მოეკიდებით ჩემს გადაწყვეტილებას და წარმატებას მისურვებთ ამ უაღრესად მნიშვნელოვან ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში. ჩემთვის დიდი პატივი იყო მემუშავა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და ჩემი მცირედი წვლილი შემეტანა ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაში. დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის", - წერს სოფო ჯაფარიძე.


ჯაფარიძე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს შორის ერთ-ერთია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner