logo_geo
eng_logo
მამუკა კაციტაძე: არჩევნებში „ახალი მემარჯვენეები“ მონაწილეობას მიიღებს ალიანსის სახით
- +

8 აპრილი. 2016. 14:13


„ახალი მემარჯვენეების" ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით, არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ფორმატი არც ერთ შემთხვევაში არ არის იმის საფუძველი, რომ აქედან მოხდეს ბლოკის შექმნა.

მისი თქმით, „შესაძლოა ვიღაცამ მოძებნოს საერთო ენა", თუმცა მსგავსი რამ მასშტაბურად პარტიებს შორის არ იგეგმება.



როდესაც დამთავრდება საარჩევნო გარემოზე მუშაობა, ყველა პარტია ინდივიდუალურ რეჟიმში დაიწყებს მზადებას არჩევნებისთვის. შეიძლება, ვიღაც ბლოკში გაერთიანდეს, თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ფორმატი არც ერთ შემთხვევაში არ არის იმის საფუძველი, რომ აქედან გადავიდეთ ბლოკურ მომენტში. შეიძლება ვიღაცამ ერთმანეთში მოძებნოს საერთო ენა, ხოლო ვიღაცამ - ვერა", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.



კაციტაძის განცხადებით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ახალი მემარჯვენეები" მონაწილეობას მიიღებს ალიანსის სახით, ხოლო ალიანსის შექმნა მოხდება იდეოლოგიისა და ღირებულების გათვალისწინებით. მისივე თქმით, ალიანსის შექმნა „ახალ მემარჯვენეებს" „გაუჭირდება"ახლანდელ და ყოფილ სახელისუფლებო პარტიებთან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner