საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი იმედოვნებს, რომ მომავალი წლისთვის გზებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა 50%-ით შემცირდება.
ხუციშვილის განცხადებით, 100-ქულიანი სისტემის შემოღება პრევენციის ერთ-ერთი კომპონენტია, თუმცა იგეგმება სხვა ინიციატივების ამოქმედდება.
კერძოდ, მისი განცხადებით, აგვისტოში ვიდეოჯარიმების შეცვლილი სისტემა ამოქმედდება. ამის გარდა, იგეგმება ავტოსკოლების რეფორმირება და ცვლილების შეტანა მართვის მოწმობის ასაღებ გამოცდაში. ხუციშვილი საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობაზეც საუბრობს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 100-ქულიანი სისტემის შემოღების შემდეგ სტატისტიკა პოზიტიურია. კერძოდ, წინა წლებთან შედარებით დარღვევათა რაოდენობა შემცირებულია.