ჟურნალისტი ზაზა სვანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ნახევარი „რუსთავი 2" „იმედზე" ( ანუ კონკურენტ არხზე) გადავიდა ,ან გადასვლის პროცესშია - (ადრე პირიქით იყო - „იმედიდან" „რუსთავი 2"-ის მიმართულებით ხდებოდა მასიური გადინება).
ჰოდა რა მაინტერესებს: ბატონ ნიკა გვარამიას რა რეაქცია აქვს ამ ყველაფერზე? ექს-თანამშრომლებს მოღალატეებად და აგენტებად რაცხავს? თუ ლოიალურია ამ ამბისადმი?" - წერს სვანაძე.