logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ეს ის უდუმაშვილია, რომელსაც პროტესტის შეგრძნება არ ჰქონია არასდროს და...
- +

4 ივლისი. 2017. 00:51


„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს ეხმიანება:

 

„1. მეხანძრეები წყალს არ ასხამდნენ ხანძარს და ხანძარი თავისით ჩაქრა.

 

2. გამოძიება რათ გვინდა, გაბინიამ და „რუსთავი 2"-მა დადეს უკვე დასკვნა.

 

3. ნაცმედიამაც უკვე მიიღო ინსტრუქტაჟი და განავითარებს „რუსთავი 2"-ის აზრს, რადგან მათ ხომ დამოუკიდებელი განსჯის და აზროვნების უნარი არ აქვთ მოვლენები სხვაგვარად შეაფასონ.

 

4. ხელისუფლებამ დაწვა აბა არა, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, რათა ეს მერე სათავისოთ გამოიყენოს. ლოგიკა შესანიშნავია.

 

5. უდუმაშვილმა კი მიიღო რა მიშას ინსტრუქცია, გიჟივით მივარდა და ჩხუბი დაიწყო შემთხვევის ადგილზე, პოლიტიკური ქულების ჩაწერაც მოინდომა ხალხის გაჭირვების ხარჯზე. ეს ის უდუმაშვილია, რომელსაც პროტესტის შეგრძნება არ ჰქონია არასდროს და დამნაშავე რეჟიმის აგიტაციის რუპორი იყო. როგორ მაგონებს მისი ქცევები იმ საცოდავს", - წერს მჟავანაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner