logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: კახი კალაძე, ძლიერი, საინტერესო, კრეატიული კანდიდატია!
- +

4 ივლისი. 2017. 00:51


საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის შესახებ წერს:

 

„თბილისის მერის არჩევნები ტრადიციულად ერთ-ერთი საკვანძო და საპასუხისმგებლო არჩევნებია. ცხადია, ამ არჩევნებში ჩვენ ღირსეული კანდიდატი გვეყოლება, რომელსაც უახლოეს ხანში წარვადგენთ. საქართველოში, როგორც ზოგიერთ სხვა ქვეყნაში, კონკურენტები და მათი პარტიების მხარდამჭერები საარჩევნო კამპანიას ძირითადად ანტაგონიზმის რეჟიმში აწარმოებენ.

 

მინდა ყველა კანდიდატს და ყველა პარტიას მოვუწოდო: წარვმართოთ საარჩევნო კამპანია ღირსეულად და ზნეობრივად, ყოველგვარი პირადი შეურაცხყოფისა და ე.წ. შავი პიარის მეთოდოლოგიის გამოყენების გარეშე. 

 

„ქართულმა ოცნებამ" წარადგინა კახი კალაძე. ის ძლიერი, საინტერესო, კრეატიული კანდიდატია. საარჩევნო კონკურენციაც, პოლიტიკური რინგიც მაშინაა მაღალი კლასის, მაშინაა შინაარსიანი და აზარტული, როცა შენი კონკურენტი შენთვის საინტერესო, ძლიერი კანდიდატია და არა ხელმოცარული, არშემდგარი, უსახური ბუტაფორია", - წერს ინაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner