logo_geo
eng_logo
შსს-მ ქურდობის მცდელობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
- +

4 ივლისი. 2017. 10:33



შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1976 წელს დაბადებული შ.ფ., 1981 წელს დაბადებული თ.გ., 1983 წელს დაბადებული ლ.ა. და 1992 წელს დაბადებული ნ.ბ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.


სამართალდამცველებმა ბრალდებულები ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს რკინიგზის კუთვნილი 46 მეტრი სიგრძის  ლიანდაგების მოპარვას ცდილობდნენ.


ოთხივე დაკავებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner