ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძემ საკომიტეტო სხდომის დაწყებისას „ნაციონალური მოძრაობას" მოუწოდა, განმარტოს, რა განსხვავებაა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შორის.
საკომიტეტო სხდომაში „ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ მონაწილეობენ. ფოფხაძის განცხადებით, მათ კომიტეტს წერილი გაუგზავნეს, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისში პარლამენტის საკომიტეტო სხდომების გამართვა არაკონსტიტუციურია და ამის გამო სხდომას არ დაესწრებიან.
„გუშინ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდნენ. რა განსხვავებაა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შორის, თუ აგვიხსნიან, კარგია", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.