logo_geo
eng_logo
„სერბეთი თუ დადგება არჩევანის წინაშე - რუსეთთან კავშირები ან ევროკავშირში შესვლა, ევროკავშირს აირჩევს“
- +

4 ივლისი. 2017. 12:02



სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა სააგენტო Bloomberg-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სერბეთი თუ დადგება არჩევანის წინაშე - რუსეთთან კავშირები ან ევროკავშირში შესვლა, ევროკავშირს აირჩევს.


ჩვენ ემოციური კავშირები გვაქვს რუსეთთან, რაც ტრადიციებს, მრწამსა და კულტურას უკავშირდება. სერბეთში ბევრია ისეთი, ვინც რუსეთს როგორც უფროს ძმას, დამცველს აღიქვამს, მაგრამ ევროკავშირი ჩვენი სტრატეგიული გზაა", - განაცხადა ანა ბრნაბიჩმა.


მისი თქმით, თავისი მანდატის დასრულებამდე ის ქვეყანას მოამზადებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, თუმცა ყველაფერი ევროკავშირის სურვილზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა ახალ წევრებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner