logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ქართულ ესტრადას მიხედეთ, თორემ „მერსედესის“ მოდის კვირეული თუ არ ვნახეთ, როგორმე გავალთ იოლას
- +

8 აპრილი. 2016. 14:18


ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა კულტურის სამინისტროს მხრიდან Check-in Georgia-ს ღონისძიებებისთვის გამოყოფილ 29-მილიონიან ბიუჯეტზე საუბრობს და აცხადებს, რომ კულტურის უწყება თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს. ამის შესახებ ჯღარკავამ საკუთარ „facebook"-გვერდზე წერს.


„29-მილიონიან ბიუჯეტში, რომელიც წლის ბოლომდე ყოფილა თურმე გაწერილი სხვადასხვა ქართულ ღონისძიებებში და არა მარტო იმ ვარსკვლავების ჩამოყვანაში, ერთი მომხვდა თვალში: „მერსედესის" მოდის კვირეული! ეტყობა, ამას ხალხი ითხოვდა და როგორც იქნა გვაღირსეს. ქართულ ესტრადას მიხედეთ, ქართულს, თორემ „მერსედესის" მოდის კვირეული თუ არ ვნახეთ, როგორმე გავალთ იოლას და ამ სისულელეში არ გადაყარეთ ფული, ეს რა ჭირი გვჭირს, კაცო!" - წერს ჯღარკავა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner