logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: ცნობილი ხდება, რომ გვარამიას პარტნიორული რჩევით, შესაძლოა...
- +

4 ივლისი. 2017. 14:12



ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში ზაალ უდუმაშვილის შესახებ წერს:


„ზაალ უდუმაშვილი...

მთელი ცხოვრება სხვის შექმნილს და ნაშრომს კითხულობდა. უპერსპექტივო და ერთ წერტილზე გაყინული დიქტორი იყო... მუდამ, მიშას ხელისუფლების მონა და მორჩილი... უპოზიციო ადამიანი და ისეთი, სისხლიან რეჟიმს, ბოლომდე რომ საფლავში ჩაჰყვა... საბოლაოდ კი, ნიკა გვარამიას იმიჯსა და გემოვნებაზე რომ გააკეთა სწორება... შეიცვალა იმიჯი... შარვლის ტოტები ზომაზე მეტად დაავიწროვა, ფეხზე „ნასკები" გაიხადა და „ტუფლები წინდების" გარეშე, ლოზუნგით დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია... ქალაქის მოსახლეობასაც შეხვდა...

 

ცნობილი ხდება, რომ გვარამიას პარტნიორული რჩევით, შესაძლოა, ზალიკო „ჩინური ქათმის" ე.წ. კიტაიას ვარცხნილობით წარსდგეს თბილისელების წინაშე.... ვაი ჩვენს პატრონს უბედურს და საერთოდ, ამ ბიჭს არავინ არ ჰყავს მასზე ჭკვიანი, რომ ამ ვაჟკაცური გარეგნობის კაცს, ქათმური, ვიწრო შარვალი და „უნასკო ტუფლები" რომ მოაშოროს?... მითუმეტეს, ამ საარჩევნოდ... არადა, რომ ჰკითხო, კახელი ვარო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner