logo_geo
eng_logo
ვახო ბეგიაშვილი: ეს ხალხი დღეს რომ მიშას რიტორიკით გველაპარაკება „ოცნების“ სამკერდე ნიშნებით, სად იყვნენ მაშინ?
- +

4 ივლისი. 2017. 14:36




ყოფილი პარლამენტარი ვახო ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„თურმე, სააკაშვილის რეჟიმის დროს უნდა ემსახურო რეჟიმს, რეჟიმის პირობებში მაღალანაზღაურებულ პრესტიჟულ სამსახურში უნდა გემუშავა, შეიცვლება ხელისუფლება მოვა „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში და გაიკეთე „ოცნების" სამკერდე ნიშანი და უფრო მაღალ თანამდებობაზე მოხვდები.

 

P.S. თან 2012 წელს კი არ უნდა გაიკეთო „ქართული ოცნების" სამკერდე ნიშანი, არამედ 2016 წლიდან. აცადე მაინც 4 წელი იქნებ სააკაშვილი დაბრუნდეს!

 

„ქართული ოცნება" რომ ფუძნდებოდა, მე და ჩემი მეუღლე ერთ-ერთი პირველები მივედით. ეს ხალხი დღეს რომ მიშას რიტორიკით გველაპარაკება „ოცნების" სამკერდე ნიშნებით, სად იყვნენ მაშინ?" - წერს ბეგიაშვილი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner