logo_geo
eng_logo
კობა ლიკლიკაძე: ამიტომ არ ვართ ევროპა და ვერც ვერასოდეს გავხდებით
- +

4 ივლისი. 2017. 14:50



ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„პრაღაში რომ ელიავას მსგავსი ბაზრობა არსებობდეს, რომელიც ამახინჯებს ქალაქის იერ-სახეს, არის ანტისანიტარიის ბუდე, დისკომფორტს უქმნის და სიცოცხლეს უმწარებს მის გაშემო მცხოვრებ ათასობით დიდუბელს, - მის გადატანას, პირველყოვლისა, საზოგადოება, მედია და პოლიტიკური პარტიები ერთხმად მოსთხოვდა ხელისუფლებას და საერთო შეთანხმებით ეს პრობლემა მოგვარდებოდა ისე ცივილიზებულად და უჩუმრად, როგორც ავტობუსის სადგურ „ფლორენცზე", პრაღის ცენტრში, საიდანაც 4 წლის წინ მშვიდად აიღეს ტანსაცმლის ერთ-ერთი უკანასკნელი (ელიავაზე ათასჯერ უფრო ცივილიზებული) - ბაზრობა. და ეს მოხდა ყოველგვარი ხმაურის, პირდაპირ ეთერში წივილ-კივილის და გაწევ-გამოწევის გარეშე. ეს და ბევრი რამე რომ არ შეგვიძლია, ამიტომ არ ვართ ევროპა და ვერც ვერასოდეს გავხდებით", - წერს ლიკლიკაძე.

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner