logo_geo
eng_logo
ცხინვალის მიმართულებით უგზო- უკვლოდ დაკარგულ პირთა სამძებრო სამუშაოები განახლდა
- +

19 თებერვალი. 2016. 20:56


2016 წლის 11 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, „2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ'' საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 3 ივლისის დადგენილებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის განხილვა დაიწყო.


16 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში წარმოადგინა.



შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა განაგრძოს მუშაობა საქართველოს ტერიტორიაზე მე-20 საუკუნის 90-იან წლებში კონფლიქტების შედეგად დაზარალებულთა ქონებრივი უფლებების აღდგენისა და რესტიტუციის ახალი პოლიტიკის შესამუშავებლად, სახალხო დამცველის დამატებითი კითხვის შემდეგ, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ დევნილთა დაბრუნების შესახებ ჟენევის ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით პოლიტიზირებულია. დევნილთა სამინისტროს ფარგლებში მომუშავე კომისია ამ ეტაპზე წარუმატებლად მუშაობს, ვინაიდან არსებული კანონით, საკითხები სამმხრივ შეხვედრებზე უნდა განიხილებოდეს, სამმხრივ შეხვედრაში კი არ არის ჩართული ოსური მხარე, რომელმაც ვერ მოახერხა ჯგუფის წევრობის კანდიდატთა დასახელება."


ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აქტიურ მონაწილეობაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPღM) შეხვედრებში; გასულ წელს ჟენევაში 4, ხოლო ერგნეთში 11 შეხვედრა გამართა. ორივე ფორმატის ფარგლებში ქართული მხარე ყოველთვის აყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის,  გამყოფ ხაზებზე ადამიანების თავისუფალი მიმოსვლის, განათლების, სოციალური დაცვისა და სხვა საკითხებს.


„2016 წლის 5 თებერვალს ცხინვალის მიმართულებით უგზო- უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების მიზნით მუშაობა განახლდა."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner