logo_geo
eng_logo
აკაკი ასათიანი: „ქართულ ოცნებას“ კოალიციის დაშლით არაფერი დააკლდება
- +

8 აპრილი. 2016. 15:06


მმართველი კოალიციის დაშლას ბუნებრივ პროცესად აფასებს „ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერი აკაკი ასათიანი. როგორც მან „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება დადებითად აისახება როგორც მმართველ გუნდზე, ისე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. „არ მგონია, „ქართულ ოცნებას ამით ბევრი რამ დააკლდეს", - აღნიშნა მან.



რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს და მინისტრთა კაბინეტში რესპუბლიკური პარტიის წევრი მინისტრების ყოფნას, ასათიანის თქმით, ეს პრემიერის გადასაწყვეტია. თუმცა მისი შეფასებით, ის, რომ „რესპუბლიკელი" მინისტრები პოსტებზე რჩებიან, სწორი გადაწყვეტილებაა. „თუნდაც უსუფაშვილის თავმჯდომარეობა პარლამენტისთვისაც და ქვეყნისთვისაც სასარგებლოა. ის ერთ-ერთი საუკეთესო თავმჯდომარეა. მათი მინისტრებიც თავის მოვალეობას  ასრულებენ. მგონია, პრემიერი გულწრფელი იყო , როცა თქვა, რომ საკადრო ცვლილებების საკითხი არ დგას. დადგება მხოლოდ მკვეთრი დაპირიპირების პირობებში, ასე კი საკითხი დღეს არ დგას", - განაცხადა ასათიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner