logo_geo
eng_logo
აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ივლისის ბოლოს დასრულდება
- +

4 ივლისი. 2017. 16:39



E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ივლისის ბოლოს დასრულდება. 7 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის ივნისში გაიხსნა, დარჩენილ 5 კილომეტრზე კი სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე გაეცნო.


აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული  გზის გამტარუნარიანობა, გაუმჯობესდება  ავტოტრანსპორტის  უსაფრთხო გადაადგილება და შემცირდება მგზავრობის დრო. სამუშაოებზე დასაქმებულია 500-მდე ადამიანი.


პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის, 8 ხიდის, მათ შორის 2 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა. ასევე, გზის 3,8 კმ-იანი მონაკვეთის გასწვრივ, მიმდინარეობს ნაპირდაცვითი ნაგებობის მოწყობა.


პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105 019 564 მილიონ ლარს შეადგენს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner