logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი თავს კარგად გრძნობს
- +

4 ივლისი. 2017. 21:09



თბილისის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან" კახა კალაძემ „TV-პირველის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა" მიზანმიმართულად ავრცელებს. კალაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერი თავს კარგად გრძნობს.


„ბიძინა ივანიშვილი კარგად გრძნობს თავს მტრების ჯინაზე. ამ ჭორების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება და ამის გამავრცელებელი არის „ნაციონალური მოძრაობა" და მისი მედიასაშუალებები. მათ ჯერ კიდევ ვერ მოუნელებიათ, რომ ამ ადამიანის თაოსნობით ჩვენ დავამარცხეთ ძალადობრივი რეჟიმი, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი", - განაცხადა კახა კალაძემ.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ინსულტი მიიღო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner