logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: კარგად მაქვს გაცნობიერებული, რას ნიშნავს იყო დედაქალაქის მერი
- +

4 ივლისი. 2017. 21:23


თბილისის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან" კახა კალაძემ „TV-პირველის" ეთერში განაცხადა, რომ მერობის პოსტზე შეთავაზება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღო.


„ეს იყო გიორგი კვირიკაშვილის იდეა. არჩევნების შემდეგ პირველი შემოთავაზება იყო პარლამენტის თავმჯდომარეობა, რაზეც უარი ვთქვი. სადაც ვერ ვხედავ ჩემი შესაძლებლობების გამოვლინებას, პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. გიორგის ვუთხარი, რომ სხვა ყოფილიყო პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, რადგან მე არ მქონდა შესაძლებლობა და უნარები თავმჯდომარე ვყოფილიყავი. შემდეგ შემოთავაზება იყო მერობის კანდიდატურაზე, რაზეც დავთანხმდი. კარგად მაქვს გაცნობიერებული ის პრობლემები და პასუხისმგებლობა, რას ნიშნავს იყო დედაქალაქის მერი", - განაცხადა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner