logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი მთავრობის გადაწყვეტილებებში არ ერევა
- +

4 ივლისი. 2017. 21:34


თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „TV-პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების გადაწყვეტილებებში არ ერევა.


„ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებებში არ ერევა. მიზანმიმართული კამპანია, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს მთავრობას, პრემიერს, მინისტრთა კაბინეტს, ძალიან დიდი ტყუილია. ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელსაც „ნაცმოძრაობა" ავრცელებს თავისი მედიასაშუალებებით. მათ უნდათ მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ ივანიშვილი მართავს ხელისუფლებას. ეს ასე ნამდვილად არ არის. ის იყო პრემიერ-მინისტრი და თავადვე მიიღო გადაწყვეტილება, პოლიტიკიდან გასულიყო. მისი დამსახურებაა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლა. ის „ქართული ოცნების", ხელისუფლების, დიდი გულშემატკივარია, რადგან ხელისუფლების წარმატება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის წარმატებასთან", - განაცხადა კახა კალაძემ.


არჩევნებში ივანიშვილის ჩართულობას რაც შეეხება, კალაძე არ გამორიცხავს, რომ ყოფილი პრემიერი მომავალში ჩაერთოს და თავისი მოსაზრება ჟურნალისტებთან დააფიქსიროს, როგორც რიგითმა მხარდამჭერმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner