logo_geo
eng_logo
პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე დაკავებული 5 პირი დანაშაულს არ აღიარებს
- +

8 აპრილი. 2016. 15:09


სპიკერ-პროკურორის კოკა კაციტაძის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე დაკავებული 5 პირი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა გამოძიებას ჰყავს მოწმეები, რომლებიც იძლევიან ჩვენებებს.


მისი განცხადებით, მოწმეები უშუალოდ იყვნენ შემხებლობაში როგორც მასალის მოპოვებასთან, ასევე მონტაჟთან.



კოკა კაციტაძის თქმით, მოწმეთა პასუხისმგებლობის საკითხი ამ ეტაპზე არ დგას. რაც შეეხება დაკავებულ 5 პირს, კაციტაძის ინფორმაციით, მათ საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა რისი ამოღება მოხდა ნივთმტკიცების სახით, პროკურორს არ დაუკონკრეტებია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner