მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე კვლავ პატიმრობაში რჩება.
სახელმწიფო ბრალდება დეკანოზის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, რის საფუძვლადაც ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეს ასახელებდა.
თავის მხრივ დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რომ დეკანოზი 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო. მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.