ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, კვლევებით დასტურდება, რომ „ქართული ოცნება" არის ძალა, რომელსაც აქვს დიდი უპირატესობა და საზოგადოებას მისი სჯერა.
„ქართული ოცნება" არის ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი შანსი და შესაძლებლობა, რომ არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგოს.
ამაზე მეტყველებს თუნდაც, გარდაბანში, მარტვილში ჩატარებული არჩევნები. ასევე კვლევებით, რომელსაც ვატარებთ, აშკარად ჩანს, რომ „ქართული ოცნება" არის ის ძალა, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი უპირატესობა და საზოგადოებას აქვს მისი იმედი და სჯერა", - განაცხადა კახა კალაძემ.