logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს 7 ივლისს შეხვდებიან
- +

4 ივლისი. 2017. 23:51



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 7 ივლისს ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. შეხვედრა ჰამბურგში, „დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში გაიმართება.


აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა გაავრცელა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია თეთრმა სახლმაც დაადასტურა.


როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხს, ასევე სირიასა და უკრაინაში არსებულ სიტუაციას.


ამ წლის განმავლობაში დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა სამჯერ გამართეს სატელეფონო საუბარი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner