logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე პრეზიდენტზე: რამხელა შანსი ჰქონდა, რომ დარჩენილიყო როგორც მართალი კაცი, მაგრამ...
- +

4 ივლისი. 2017. 23:54



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„რამხელა შანსი ჰქონდა, რომ დარჩენილიყო როგორც ინტელექტუალი, როგორც ნამდვილი ფილოსოფოსი, როგორც მართალი კაცი და ბოლოს როგორც უფლებაშეზღუდული, მაგრამ მაინც პრეზიდენტი.

 

ვერ გამოიყენა. ვერ გადალახა ის უხილავი ზღვარი, რომელიც სიმართლესა და საკუთარი თავით ტკბობას შორის არსებოს.

 

ვერ თქვა უმთავრესი („ვერ" და არა „არ"), ვერ თქვა, რომ ის აირჩიეს არა გუნდის, არა იდეა „ქართული ოცნების", არა იდეების და ხალხის მოლოდინების გამო, არამედ ბიძინა ივანიშვილის ხათრით.

 

ეს რომ ეთქვა, მხოლოდ ეს პატარა ფრაზა, დარჩებოდა როგორც ერთის შეხედვით უმაღლეს ლეგიტიმაციაზე უარნათქვამი, მაგრამ ამავე დროს იმ უფლების მფლობელი, რომელიც ხალხმა მიანიჭა.

 

დანარჩენი რაც ილაპარაკა - უბრალოდ ლაყაფია!" - წერს გაბრიჭიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner