ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია გიორგი ვოლსკის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საპარლამეტო უმრავლესობის წევრი „პატრიოტთა ალიანსთან" და „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობასთან" თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" ჩვენი აქტიური და ახლო პარტნიორია. კონკრეტულად მათი გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა ვიტყვი, რომ თემატური თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან" და სხვა ისეთ პოლიტიკურ ძალებთან, რომელთაც დანაშაული არ ჩაუდენიათ ქვეყნის წინაშე, სავსებით შესაძლებელია", - განაცხადა ბაღათურიამ.
„ქართული დასის" ლიდერი მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების რეიტინგებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათ უმრავლესობას საარჩევნო ბარიერის გადალხვა გაუჭირდება.
„გარდა „ქართული ოცნებისა", კოალიციაში შემავალი ვერცერთი პარტია ბარიერს ვერ გადალახავს, თუ არ იქნა გამოყენებული ადმინიატრაციული რესურსი. შესაძლოა, „მრეწველებს" რაიმე შანსი ჰქონდეთ, დანარჩენი პარტიები კი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ სასათბურე პირობებში არსებობდნენ. ისინი იყვნენ 0 %-იანი პარტიები, რომლებსაც ჰქონდათ სახელმწიფო ბერკეტები. ისინი ვალდებულები იყვნენ, ემსახურეთ ქვეყნისთვის და რას ემსახურებოდნენ რეალურად 4 წლის განმავლობაში? მათი ჰორიზონტი საკუთარ ღიპს ვერ გასცდა, ზოგი საერთოდ არ დადიოდა სხდომებზე, ზოგი კი ხვრინავდა... " - განაცხადა ბაღათურიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში.