logo_geo
eng_logo
აჭარის მთავრობა სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულებს უძრავ ქონებასა და ფულად კომპენსაციას გადასცემს
- +

5 ივლისი. 2017. 11:32



აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის, 2017 წლის 4 ივლისის, რეკომენდაციით ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სტიქიის შედეგად დაზარალებული 15 ეკომიგრანტი ოჯახი, ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში არსებულ ახალ სოციალურ სახლში ბინებს მიიღებენ.


კომისიის რეკომენდაციით, ამავე მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 28-23 აპრილს, ძლიერი ქარის შედეგად  დაზიანებული 210 შენობის (176-კერძო სახლი და 9 კორპუსი) აღდგენისათვის, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 88,977 ლარი გამოიყოფა.


ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში, ბარაკი N-32-ში მცხოვრები, ხანძრის შედეგად დაზარალებული 12 ოჯახის ფინანსური დახმარებისათვის 75 528 ლარი გაიცემა.


სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია, დასამტკიცებლად, უახლეოს დღეებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner