logo_geo
eng_logo
„პოზიცია“ წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგში უკვე ჩაერთო
- +

8 აპრილი. 2016. 15:34


არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის" აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ ადამაშვილმა პორტალ „კვირას" პრესკლუბში დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განმარტებით, „პოზიცია" უკვე ჩაერთო არჩევნების წინა პერიოდის მონიტორინგის პროცესში. აღსანიშნავია ისიც, რომ ადამაშვილი დადებითად გამოეხმაურა იმ ფაქტსაც, რომ არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია.



წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ საინტერესო ვითარებაში მიმდინარეობს. ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს თანაბარი შესაძლებლობა, რომ არჩევნებმა ჩაიაროს დემოკრატიული პრინციპებით, ღიად და გამჭირვალედ. მიგვაჩნია, რომ არჩევნებში დიდი როლი აქვს არასამთავრობო სექტორს, თუნდაც მონიტორინგის კუთხით და მინდა, რომ ჩვენი პოზიცია ღიად დავაფიქსიროთ.

 

 

უკვე ჩართული ვართ ამ წინასაარჩევნო მონიტოპრინგის პროცესში და მთლიანად გაუწევთ მონიტორინგს არჩევნებს. არასამთავრობო სექტორს დიდი ძალა აქვს და შეგვიძლია, წინასაარჩევნო პეროდი ისე ჩატარდეს, რომ არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონდეს.

თარიღთან დაკავშირებით გეტყვით, რომ საქართველოს კანონმდებლობით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო ოქტომბრის თვეში. რვა დღით ადრე იქნება ეს თუ გვიან, ამას მნიშვმნელობა არ აქვს და კარგი ფაქტია ის, რომ არჩევნები ორი ან სამი თვით ადრე არ დაანონსებულა. საკმაოდ დიდი პერიოდია იმისთვის, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს თანაბარ პირობებში ბრძოლის საშუალება. მიგვაჩნია, რომ ყველაფერი ისევ და ისევ ემსახურება იმ დმეოკრატიულ პრინციპებს, რაზეც დღეს ქვეყანა უნდა იდგეს",- განაცხადა ადამაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner