logo_geo
eng_logo
Art-გენი 2017 10 ივლისს რეგიონული ტურნეთი გაიხსენება
- +

5 ივლისი. 2017. 15:06


10 ივლისს სურამში ბაიანთხევის ტყე-პარკში ფესტივალი „Art-გენი 2017" რეგიონული ტურნეთი გაიხსნება. რეგიონული ტურნე 12 ივლისს მცხეთაში გაგრძელდება და მცხეთის ახალ  ნავსადგურში გაიმართება.


Art-გენის თბილისის ტურს 17-24 ივლისს ტრდაციულად ეთნოგრაფიულ მუზეუმი უმასპინძლებს. წელს ფესტივალი მაყურებელს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს.


„check in georgia"- ს ფარგლებში 17 ივლისს თბილისის ტურს გახსნის სოფი ვილი.

18 ივლისს  Art-გენის სცენაზე ასევე პირველად წარსდგება ჯგუფი Asea sool;

19 ივლისს  ფესტივალის მსმენელისთვის რობი კუხიანიძე იმღერებს „აუთსაიდერ"-თან ერთად; 

20 ივლისს _ ჯგუფი „რეგიონი"; 

21 ივლისს _ ჯგუფი „ფრანი";

22 ივლისს Art-გენის სცენა ნინო ქათამაძეს და  „ინსაითს" დაეთმობა; 

23 ივლისს კი ნიაზ დიასამიძეს  და „ 33ა"  -ს. „ Art-გენი 2017"; 

24 ივლისს „სუხიშვილების" კონცერტით დაიხურება. 


ერთი კვირის მანძილზე დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები. მათ შორის გამოფენა: „მე-19 საუკუნის ქართველთა თვალით დანახული ევროპა"; რეგიონების ფოლკლორული კონცერტები და „შავფაროსნების" საჩვენებელი შოუ. ტრადიციულად წარმოდგენილი იქნება ასევე ჰამაკების ზონა და ქართული სამზარეულო.


ფესტივალი „Art-გენი" 2004 წელს დაფუძნდა. წლების მანძილზე „ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით Art-გენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით  წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.


წლების მანძილზე Art-გენმა არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინადაც კი იქცა. ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს სთავაზობს მაყურებელს.


ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული, თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. ამიტომ რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, Art-გენი" ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს. 


შემთხვევითი არაა, რომ წელს ერთ-ერთ რეგიონად იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული მცხეთა, კონკრეტულად კი მცხეთის ახალი ნავსადგური შეირჩა, რომელიც მცხეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.  

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner