სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ყოჩაღ მაშველები! ყოჩაღ პილოტი! ძალიან დასაფასებელია თქვენი მუშაობა! ჩხოროწყუში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეები ვერტმფრენის საშუალებით გამოიყვანეს", - წერს ნინო გიორგობიანი.
ხაბუმეს მკვიდრი 2 მოქალაქე მდინარე ხობის ნაპირას შეშას აგროვებდა, წყალმა კი მატება უეცრად დაიწყო, რის შემდეგაც მათ გამოსვლა ვერ მოახერხეს და ამის შემდეგ სამაშველო სამსახურში დარეკეს. მათი გადარჩენის სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.