logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: პაატა ბურჭულაძე უნდა ჩამოყალიბდეს, რა არის - პარტია თუ ფონდი
- +

8 აპრილი. 2016. 15:40


ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „საქართველოს განვითარების ფონდის" ბრალდებებს გამოეხმაურა, რომ რეგიონების მოსახლეობას მათთან შეხვედრის საშუალება არ ეძლევა.


ვიცე-პრემიერის განცხადებით, პაატა ბურჭულაძე უნდა ჩამოყალიბდეს, ვინ არის, რა არის - პარტია თუ ფონდი



მე ამას გამოვრიცხავ, ზოგადად, ხელისშეშლები წარსულს ჩავაბარეთ. დღეს სააქართველოში ისე, როგორც არასდროს, არის სიტყვის თავისუფლება, თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები არის დაცული, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მივესალმებით ქვეყანაში განსხვავებული აზრის არსებობს. ეს ასეც უნდა იყოს, ალბათ, წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ ქვეყაში ყველას ერთი აზრი ან ერთი პოლიტიკური გემოვნება ჰქონდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner