ავტორი ალა გრიგალაშვილი
„როდესაც 2 მეზობელს შორის კონფლიქტში ამბობ, მე არ მეხება, ჩემი დავა არ არისო, ამით ორივეს იმდურებ", - ამის შესახებ „რეპორტიორს" სოსო ცინცაძემ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ მაქსიმალურად უნდა მიმართოს ელასტიურ, მოქნილ დიპლომატიას.
„ორივეს - აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც აქვს იმედი, რომ მეზობელი საქართველო დაეხმარება. აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე. ხმამაღლა თუ არ იტყვის, შესაძლოა, გულში მაინც იფიქროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, რომ რა ჯანდაბის სტრატეგიული მოკავშირეა საქართველო, როდესაც ამბობს, რომ შენი გასაჭირი მე არ მეხებაო. ამიტომ როდესაც 2 ახლობელი ჩხუბობს და მესამე ამბობს, მე არ მეხება დავაო, ის ორივე ყოველთვის ნაწყენი დარჩება. საჭიროა, ელასტიური დიპლომატია, მიხეილ ჯანელიძეს ბისმარკის დონე სჭირდება ახლა..." - განაცხადა ცინცაძემ.