logo_geo
eng_logo
ნანა გაგუა: ჩემი დიდი სიყვარული და თაყვანისცემა მათ!
- +

5 ივლისი. 2017. 23:19


„საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დღეს, ჩხოროწყუში, მაშველებმა ლამის განწირული ადამიანები გამოგლიჯეს ხელიდან სტიქიას!" - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანა გაგუა და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

მხოლოდ კონფორმისტულად მხართეძოზე წამოწოლილი უქნარა უნდა იყო, ასეთი გმირობების თვალნათელი მაგალითის შემდეგ ხელი მოგიბრუნდეს და მაშველებზე, მეხანძრეებზე და სხვა მსგავს სტრუქტურაში მომუშავე ადამიანების შესახებ კლავიატურას მიუჯდე და პოსტს-სტატუსები აცხო ქილიკით... ამ მამაცი ადამიანების გვარ-სახელები არ ვიცით, სამწუხაროდ, თუმცა ვხედავთ ხოლმე, რა გმირობების ჩადენა შეუძლიათ.

 

ჩემი დიდი სიყვარული და თაყვანისცემა მათ", - წერს გაგუა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner