„მართლა ხომ უნდა ჰქონდეს ზღვარი „ნაცების" სიბინძურეს, ელისო კილაძის მეთაურობით. ახალ ვერსიებს ავცრელებენ, დიდუბის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი კაზინოს დილერი იყო და მერე ბათუმის ქუჩაზე მკითხაობდაო. თქვე ავადმყოფებო, ესეც მისი ბიოგრაფია, დაგუგლეთ მაინც განათლება", - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა და შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:
1995 - თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი. სპეციალობა - ექიმი გინეკოლოგი. ლიცენზირებული ექიმი მეან-გინეკოლოგიასა და ზოგად თერაპიაში.
ტრენინგები და სერტიფიკატები:
2013-2014 - პოლიტიკური პარტიების ლიდერ ქალთა ერთწლიანი პროგრამა -სერტიფიკატი
2008 - საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე - სერტიფიკატი
2007 - საარჩევნო ტრენერი - NIMD და CDASI - სერტიფიკატი
2007 - ტრენერის უნარ-ჩვევები - NIMD და CDASI სერტიფიკატი
2006 - 2007 სტრატეგიული დაგეგმარების სპეციალისტი - NIMD და CDASI სერტიფიკატი
2008 - პოლიტიკის ანალიზის საფუძვლები - კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტი სერტიფიკატი
2007 - ტრენინგი მოლაპარაკებათა წარმოებაში - NIMD, SDASI სერტიფიკატი
2009 - BLS, ALS, BTLS, ATLS პროგრამებით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო კურსი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო ცენტრი - სერტიფიკატი
სამსახურეობრივი საქმიანობა:
08/2014 - დღემდე - დიდუბის რაიონის გამგებელი
2012 - პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - შტაბის ხელმძღვანელი, საარჩევნო ტრენერი, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
2012 - საქართველოში მალტის ორდენის საელჩოსთან არსებული კარფინალ პიო ლაგის საქველმოქმედო ფონდი
2011-2012 - პალიატიური მედიცინის ცენტრი
2007 წლიდან დღემდე - შპს „ეკომედიკა"
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრი
1998-2010 - საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრი
2006-2012 - არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი არჩევანი" - თავმჯდომარის მოადგილე, პროგრამების კოორდინატორი
2004-2006 - არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყარო" - მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი
1999-2004 - შპს "მშვიდობა" - დირექტორის მოადგილე
1996-1999 - დუშეთის რაიონული საავადმყოფო - ექიმი გინეკოლოგი
1995-1996 - თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფო, ექიმი
1987-1989 - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი 03, სანიტარი
სამეცნიერო ანალიტიკური კვლევები და საქმიანობა
ავტორი პროექტებისა - "ტუბერკულოზის პროფილაქტიკა", "სგგდ - ეს ყველამ უნდა იცოდეს", "ერთად დავეხმაროთ ინვალიდ ბავშვებს", "ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაცია", "სამართლებრივი მხარდაჭერის საკონსულტაციო ცენტრი", "კონფერენცია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების შესახებ", "გარემოს დაცვა ჯანმრთელობაა".
ბროშურები - "სქესობრივი დაავადებების პრევენცია", "კვებითი მოწამვლების შესახებ". სტატიები გაზეთებში "რეზონანსი", "ახალი თაობა", "კვირის პალიტრა", "ჯორჯიან თაიმსი", "ალია".