logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ქვეყნის მოღალატე ფსევდოლიბერალებს ვირის აბანო ნამდვილად მოუხდებოდათ
- +

6 ივლისი. 2017. 01:09


 

ნარკოტიკების მოხმარების თვითდინებაზე მიშვებამ, 90-იან წლებში უმძიმესი შედეგი მოგვიტანა, ომში არ დაღუპულა იმდენი ხალხი, რამდენიც ნარკოტიკმა გაანადგურა", - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმდჯომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „საერთო გაზეთთან" ინტერვიუში საუბრობს.

 

„არც ვინმეს დახვრეტას ვითხოვ და არც ვინმეს სარზე გასმას. მაგრამ, ქვეყნის მოღალატე, ამ ფსევდოლიბერალებს, ვირის აბანო ნამდვილად მოუხდებოდათ. ქვეყანაში, სადაც კატასტროფული დემოგრაფიული ვითარებაა, როგორ შეიძლება „მარიხუანას" ლეგალიზაცია მოხდეს, მით უმეტეს, თვითონ ექსპერტები ამბობენ, რომ „მარიხუანიდან" ძლიერ ნარკოტიკებამდე ერთი ნაბიჯია. ვიმეორებ, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია - ლეგალიზება, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება სოროსის იდეოლოგიის ნაწილია და შედეგსაც აღწევენ.

 

„ნაციონალების" განაყარ „გირჩს" სხვა პარტიებიც აყვნენ. მაგალითად, „რესპუბლიკელები" სასჯელის საერთოდ გაუქმებას ითხოვენ, ამნისტია გამოვაცხადოთ და ყველა მსჯავრდებული გავათავისუფლოთო.

 

ნარკოტიკების მოხმარების თვითდინებაზე მიშვებამ, 90-იან წლებში უმძიმესი შედეგი მოგვიტანა, ომში არ დაღუპულა იმდენი ხალხი, რამდენიც ნარკოტიკმა გაანადგურა", - აცხადებს მჟავანაძე.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner