პენტაგონის წარმომადგენელი, ჯეფ დევისი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ 4 ივლისს გამოცდილი რაკეტა ახალ ტიპს მიეკუთვნება და მის შესახებ აშშ-ს თავდაცვის უწყებას ინფორმაცია არ აქვს. ინფორმაციას Sott.net ავრცელებს.
„ჩვენ ადრე არასდროს გვინახავს ის", - განაცხადა დევისმა ბრიფინგზე.
მისი მონაცემებით, ორსაფეხურიანი რაკეტა ფხენიანის ავიაქარხნის რაიონიდან გაუშვეს.
პენტაგონის წარმომადგენლის აზრით, ასეთი რამ ავიაციისთვის და გემებისთვის რეგიონში საფრთხეს წარმოადგენს, ასევე კოსმოსური აპარატებისთვისაც.
ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა 4 ივლისს გამოსცადა. ფრენა 40 წუთს გაგრძელდა. რაკეტა იაპონიის ზღვის ეკონომიკურ ზონაში ჩავარდა. იმ დროს იაპონიის ზღვაში გემები იმყოფებოდნენ. მათ განგაშის სიგნალი მიიღეს.
ეს გადაწყვეტილება ოფიციალურმა ფხენიანმა ტრამპის საკმაოდ ხმაურიანი განცხადებიდან 4 დღეში მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ "სტრატეგიული თმენის" ეპოქა დასრულდა და "გარკვეული პასუხი" აუცილებელია.