კომპანია Ticketmaster-ი სტარტაფ Lisnr-თან ერთად მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც ბილეთებს მაღალსიხშირიანი ხმოვანი სიგნალებით შეცვლის, - წერს Venture Beat-ი.
ტექნოლოგიის თანახმად, 18,7-დან 19,2 კილოჰერცამდე სიხშირის სიგნალის გამოცემა შესაძლებელი გახდება ნებისმიერი ტელეფონიდან, მაგლითად სმარტფონიდან. ბილეთის მეპატრონეს მისი მონაცემების დასადასტურებლად დასჭირდება მხოლოდ გაჯეტის სპეციალურ სკანერთან მიახლოება, რომელიც ბილეთის შესახებ ინფორმაციას წაიკითხავს.
გამომგონებლები აცხადებენ, რომ ტექნოლოგია უკაბელო ინტერნეტთან წვდომას არ მოითხოვს. ასეთი ბილეთების გამოყენებისთვის საჭირო მხოლოდ Android-ის ან iOS-ის სმარტფონი და სკანერია, რომელიც ხმოვან სიგნალებს აანალიზებს.
ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს ტექნოლოგიის უსაფრთხოებაზე. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი ტექნოლოგიის დანერგვა ძვირი არ ჯდება. მზა ვერსია უახლოეს ოთხ წელიწადში გამოჩნდება.