logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით კონიაკის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- +

6 ივლისი. 2017. 11:13



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის - კონიაკის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, მხილებული იქნა ერთი პირი.


ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა  პირმა 14 000 ლარის საფასურად, 2004 ბოთლი უაქციზო კონიაკის   IVERIONI რეალიზაცია მოახდინა.


საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე - 3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 -  დან 8 წლამდე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner